13:05 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-15 19:28:22, 809 ნახვა

პოლიტიკა
Reuters-ის სტატია „ქართული ოცნების“ ჩინეთში ვიზიტზე - EU-ის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს, - ასე გამოეხმაურა საერთაშორისო გამოცემა Reuters-ი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტს. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად ცდილობს.

"ჩინეთი მთავარი ინვესტორია საქართველოში, ჩინური კომპანიები, ამჟამად, ახალ ავტომაგისტრალს აშენებენ, რომელიც თბილისს საქართველოს მეორე ქალაქ, შავი ზღვის პორტ ბათუმთან დააკავშირებს. საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ცდილობდა EU-ში გაწევრიანების გრძელვადიანი მიზნის განხორციელებას ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, რომლებთანაც EU-ს დაძაბული ურთიერთობა აქვს. თბილისმა უარი თქვა დასავლეთის ქვეყნების გაყოლასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უკრაინაში შეჭრის შემდეგ და გასულ წელს რუსულ ავიახაზებს უფლება მისცა განაახლონ პირდაპირი ფრენები საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეწყდა. დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას, ევროკავშირმა თქვა, რომ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს მომავალ გაწევრიანებას, თბილისმა თავისი საგარეო პოლიტიკა ბრიუსელთან უფრო უნდა დააახლოოს", - წერს Reuters.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics