13:05 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-15 12:13:56, 711 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - ჩინეთში ვიზიტს დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია

ჩინეთში ვიზიტს ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის უკვე გაკეთებულია განცხადება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტიც ამის ხელშემწყობი ღონისძიებაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა ჩინეთში, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველო ძალიან დიდ როლს ანიჭებს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს უზარმაზარი როლი აქვს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი ვიზიტი დაიწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში გვექნება შეხვედრები მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან უმაღლეს დონეზე, ასევე გვექნება შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ამ ვიზიტს ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის არის უკვე გაკეთებული განცხადება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტიც ამის ხელშემწყობი ღონისძიება გახლავთ. მეორე მხრივ, თქვენ იცით, რომ საქართველო ძალიან დიდ როლს ანიჭებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას და ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს უზარმაზარი როლი აქვს და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. დარწმუნებულები ვართ, რომ ვიზიტი წარმატებით ჩაივლის და ეს იქნება კიდევ ერთი ხელშემწყობი გადადგმული ნაბიჯი“,- აცხადებს ჩიქოვანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics