|
2024-01-12 11:51:32, 901 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი სტალინის გამოსახულებიან ხატზე - ორი წელია ვუყურებ და ვერ შევამჩნიე - აუცილებლად გადაიწერება
ორი წელია, ამ ხატს ვუყურებ და ვერ შევამჩნიე. იცით, რატომ ვერ შევამჩნიე, იმიტომ, რომ ეს არის დიდი ხატი, რომელსაც რომ უყურებ, ჯერ წმინდა მატრონას გამოსახულებას უყურებ და შემდეგ ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე და დაათვალიერო მისი ცხოვრების სცენები გარშემო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სტალინის გამოსახულებიან ხატზე საუბრისას განაცხადა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, ხატი აუცილებლად გადაიწერება, თუმცა ამას დრო და მომზადება სჭირდება. "მე, მაგალითად ორი წელია, ამ ხატს ვუყურებ და ვერ შევამჩნიე. იცით, რატომ ვერ შევამჩნიე, იმიტომ, რომ ეს არის დიდი ხატი, რომელსაც რომ უყურებ, ჯერ წმინდა მატრონას გამოსახულებას უყურებ და შემდეგ ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე და დაათვალიერო მისი ცხოვრების სცენები გარშემო, რომელიც როგორც წესი, ხატებზე რომ გამოიხატება, თუ არ იცი თვითონ ცხოვრება, ისე ვერ აღიქვამ. ეს არის ხატწერა და არა მწერლობა. სტალინის ისტორია, რომ სტალინი მატრონასთან მივიდა სახლში და დახმარება სთხოვა, ეს არის გამოგონილი ისტორია. ის, რაც ამას მოჰყვა, არის ნამდვილი ვანდალიზმი.ეს არ შეიძლება. ეს არ არის საუბრის გზა. თუ ასეთი რამ მოხდა და ვიღაცას გაეპარა, ამას სასკანდალო და საჩხუბარი არაფერი არ არის. წაიღებენ შემომწირველები. იმხელა ხატს უცებ ხელს ხომ ვერ მოკიდებ და წაიღებ, მომზადება უნდა. წაიღებენ აუცილებლად და გადაწერენ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. ცნობისთვის, გუშინ, 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია - "სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ". საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს. თავდაპირველად წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 6 იანვარს, ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები და ამბობდა, რომ ის თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი იყო გამოსახული. აღნიშნულის შემდეგ, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა. მოგვიანებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამებას მათ შესწირეს. 9 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს. ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში აქტივისტმა, ნატა ფერაძემ გაავრცელა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საქართველოს საპატრიარქომ კი, სამებაში მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის გარეშე დაშვება 2 დღით შეზღუდა.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)