12:27 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-12 10:50:00, 791 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - აშშ-ის სამხედრო ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებს ჩემი ბრძანებით დაარტყეს

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა იემენში, "ჰუსიტების" სამიზნეებს ჩემი ბრძანებით დაარტყეს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული.

ბაიდენის თქმით, აღნიშნული დარტყმები პასუხია იმ უპრეცედენტო თავდასხმებზე, რომლებიც "ჰუსიტებმა" ბოლო პერიოდში წითელ ზღვაში მცურავ საერთაშორისო საზღვაო ხომალდებზე მიიტანეს.

"დღეს, ჩემი ბრძანებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა - გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, და ავსტრალიის ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების დახმარებით - იემენში "ჰუსიტი" ამბოხებულების მართვის ქვეშ მყოფ რამდენიმე სამიზნეზე, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე მიმოსვლის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს, წარმატებით იერიშები მიიტანა.

ეს დარტყმები პასუხია იმ უპრეცედენტო თავდასხმებზე, რომლებიც "ჰუსიტებმა" ბოლო პერიოდში წითელ ზღვაში მცურავ საერთაშორისო საზღვაო ხომალდებზე მიიტანეს. ეს წერტილოვანი იერიშები აშშ-ის ნათელი გზავნილია და ჩვენი პარტნიორები ჩვენს პერსონალზე თავდასხმებს არ მოითმენენ და ნებას არ მისცემენ, მტრულ აქტორებს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე კომერციულ გზაზე გადაადგილების თავისუფლება საფრთხეში ჩააგდონ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
ირანის ბლოკადის აღდგენის შემდეგ თეირანთან დაკავშირებული დაკავებული სავაჭრო გემების რაოდენობამ 115-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics