|
2024-01-11 14:23:59, 598 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ჯარიმების გამკაცრებაზე - არავის დაჯარიმება არ მიხარია, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა გაითვალისწინებს აღნიშნულ მიდგომას
მე არავის დაჯარიმება არ მიხარია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა გაითვალისწინებს აღნიშნულ მიდგომას და არც კომპანია, არც ფიზიკური პირი, თავს რა დაიჯარიმებს, ისეთი მიდგომები ექნებათ ძეგლებთან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმების გაათმაგების საკითხზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, ამ მიმართულებით ჯარიმების გაზრდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ინტერესით არის ნაკარნახები. „2017 წლიდან მოყოლებული ვიბრძვით ამ მიმართულებით, ეს იყო ჯარიმების, რეგულაციების შემოღება, დარჩენილი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით მიდგომები და უკვე საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელებულია და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება გარკვეული პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ ჩვენ ის პრობლემები, რომელიც გვქონდა ცალკეულ შემთხვევებში, აღარ განმეორდეს და აღარ იყოს და ამიტომ არის ამხელა ჯარიმები. მე არავის დაჯარიმება არ მიხარია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა გაითვალისწინებს აღნიშნულ მიდგომას და არც კომპანია, არც ფიზიკური პირი, თავს რა დაიჯარიმებს, ისეთი მიდგომები ექნებათ ძეგლებთან. ამიტომ ჩვენთვის, ქალაქისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, უხარია ამ ქალაქის განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ეს არის ის, რაც უნდა შევინარჩუნოთ, მოვუაროთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ“, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, ამ მიმართულებით კანონის გამკაცრების აუცილებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ძეგლებზე კანონის გვერდის ავლით და უხეში ჩარევებით რეაბილიტაციის კონკრეტულმა ფაქტებმა განაპირობა. მისივე თქმით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა იმ სფეროში, რომელსაც კანონმდებლობა, შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებების შემდეგ, უკვე არეგულირებს. „ისტორიული ზონების მიმართულებით ჩვენ არ გვქონდა გამკაცრებული კანონმდებლობა და მიდგომები, ფაქტობრივად, იგივე იყო. ამ ხნის განმავლობაში წავაწყდით კონკრეტულ რამდენიმე ფაქტს, რომელიც პრობლემას წარმოადგენს, რადგან მაგალითად, შეთანხმებული იყო პროექტი ისტორიულ საბჭოსთან, რომ უნდა მომხდარიყო ძეგლზე ფასადის შენარჩუნება და შენობის სხვა ნაწილის დემონტაჟი. იყო 2-3 შემთხვევაა, როდესაც მოხდა აღნიშნული ფასადის დემონტაჟი. საუბარი იყო, რომ გამაგრების დროს დაინგრა და დაიშალა, მაგრამ არ არის ეს სწორი დამოკიდებულება, ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. სხვა არაისტორიულ ზონებში, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების გამო. ასევე, შეჩერების შემდეგ თუ ისევ გააგრძელებს კომპანია მუშაობას, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და, რა თქმა უნდა, ამან გარკვეული როლი ითამაშა იმაში, რომ ეს მიმართულება მოწესრიგებულიყო“, - დასძინა კალაძემ.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)