19:18 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-11 13:28:25, 651 ნახვა

საზოგადოება
ოკუპირებული გალიდან ბათუმის კლინიკაში გადაყვანილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ოკუპირებული გალიდან გადაყვანილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი 2 დღის წინ მშობლებმა თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მისი ბათუმში გადაყვანა გახდა საჭირო.

"ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შემოყვანილ იქნა თვითდინებით 6 წლის ბავშვი მშობლების მიერ, რომელსაც ჰქონდა ცხელების, სუნთქვის გაძნელების და ხველების რამდენიმედღიანი ანამნეზი. ბავშვი შემოყვანისას მოთავსდა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობის მომენტები, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა. შესაბამისი პირველადი დახმარების შემდეგ ბავშვი გადაიგზავნა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მიერ  სპეციალიზებულ კლინიკაში - ბათუმის დედათა და ბავშვთა სახელობის ცენტრალურ ჰოსპიტალში. პირველადი დახმარებისა და გაწეული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ ბავშვი გარდაიცვალა ბათუმის საავადმყოფოში",- აცხადებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი "მთავარ არხთან" საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics