09:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-09 09:03:57, 1222 ნახვა

სამართალი
შსს - პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გაავრცელა.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ცხოველს ჯოხით სასტიკად სცემს.

არსებული ინფორმაციით, ძაღლი მოკვდა.

შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩაღანში მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics