|
2024-01-08 10:44:48, 1266 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოსთვის“ - წარვადგენთ ინიციატივას, რომ მომავალი პრეზიდენტი მოქალაქეებმა პირდაპირი წესით აირჩიონ
წარვადგენთ ინიციატივას, შეიცვალოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით აირჩიონ საქართველოს მოქალაქეებმა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესის დაბრუნება, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევამდე სრულად მოსწრებადია. „30 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მორიგი გამოჩენისას, აღიარა ბალანსის პრობლემა ხელისუფლებაში და ამ პრობლემის კონსტიტუციური მოწესრიგების ნაცვლად, საკუთარი თავი შემოგვთავაზა საკუთარი მთავრობის დამბალანსებლის როლში. დემოკრატიულ სისტემებში, მსგავსი რამ, უბრალოდ, არ არსებობს, მიუღებელია, და რაც მთავარია, შეუძლებელია, ერთი ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტს, მით უფრო, საკუთარი თავის დამბალანსებლის გარანტს. სახელმწიფო მართვისას დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტების (და არა ცალკეული ადამიანების) არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელისუფლებო შტოებს შორის წონასწორობის შენარჩუნებისა და ბალანსის უზრუნველყოფისთვის. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ამაში ყველა დაგვარწმუნა. ამიტომ, ჩვენი გუნდი, პარტია „საქართველოსთვის“, წარვადგენთ ინიციატივას, შეიცვალოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით აირჩიონ საქართველოს მოქალაქეებმა. ეს უზრუნველყოფს მომავალი პრეზიდენტის მაღალ ლეგიტიმაციას და დამოუკიდებლობას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენს საშინაო პოლიტიკაში არსებული მაღალი პოლარიზაციის და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით. ბოლო სამი წლის პრაქტიკამ აჩვენა, რომ პირდაპირ არჩეულმა პრეზიდენტმა (მიუხედავად იმისა, ვინ იყვნენ მისი მხარდამჭერები წარსულში თუ დღეს), გაცილებით მეტად შეძლო დამბალანსებლის ფუნქციის შესრულება. აღარაფერს ვამბობთ, საერთაშორისო მაგალითებზე, როდესაც სისტემის საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოებს შეუცვლიათ მოქმედი პრაქტიკა და დაუბრუნებიათ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ჩეხეთში 2012 წელს. ვთავაზობთ „ოცნების“ ხელისუფლებას, საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ ამ ცვლილებაზე მუშაობა, მხარდაჭერას ვთხოვთ ასევე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისა და ჯგუფების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ დეპუტატებს. საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესის დაბრუნება, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევამდე სრულად მოსწრებადია", - აღნიშნულია განცხადებაში.
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)