|
2024-01-08 09:38:22, 856 ნახვა
საზოგადოება
ირმა ინაშვილი სტალინის გამოსახულებიან ხატზე - ჩვენ შევწირეთ სამების ტაძარს
დღეს ძალიან აგორდა თემა, რატომღაც, წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელიც დაბრძანებულია სამების ტაძარში. ჩვენ შევწირეთ სამების ტაძარს ეს ხატი, - ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. ინაშვილის თქმით, მეორე მსოფლიო ომში სტალინმა დახმარება წმინდა მატრონას სთხოვა, რაც მას ომში გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. "დღეს ძალიან აგორდა თემა, რატომღაც, წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელიც დაბრძანებულია სამების ტაძარში. ჩვენ შევწირეთ სამების ტაძარს ეს ხატი. საოცარ კომენტარებს ვკითხულობ. ადამიანებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ არიან განათლებულები და სწავლულები, რელიგიური თვალსაზრისით უზომოდ განვითარებულები, ფლობენ ინფორმაციას, აი, სწორედ ამ ადამიანებს მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო. სრული გაუნათლებლობის და სიბნელის ზეიმია, რასაც ახლა მე თვალს ვადევნებ და ვეცნობი მათ კომენტარებს... კიდე ერთხელ ვამბობ, ისეთი ხატწერა შექმენით, თქვენ რომ გინდათ. ილია ჭიღლაძე და პეტრე აფერისტი გამოსახეთ ხატებზე და ილოცეთ ბატონო. თქვენ თქვენი კერპები გყავთ და იმათ დაუნთეთ სანთელი. ჩვენ დაგვანებეთ თავი, რომლებსაც გვჯერა კიდეც, რომ წმინდა მატრონა დიდი წმინდანია და ვლოცულობთ კიდეც და სანთელსაც ვანთებთ და ძალიან კარგად გვესმის, რატომ არის ერთ-ერთ ეპიზოდში სტალინი გამოსახული ამ ხატზე... რას ვიზამთ, ასეთი ეპოქაა, ასეთ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება, რომ სულ თავი უნდა იმართლოს ჩვენნაირმა ხალხმა და სულ უნდა ვიყოთ თავის მართლების რეჟიმში, თურმე. არ ვაპირებთ თავის მართლებას, არაფერი არა გვაქვს თავის სამართლებელი. ჩვენ შევწირეთ ეს ხატი სამების ტაძარს... ეს უაზრო დისკუსია, ახლა სწორედ შობის დღეს რომ არის გაჩაღებული, ესეც ეტყობა ძალიან სიმბოლურია. ეკლესიის მტრები, როგორც წესი, სწორედ ასეთ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულებზე აინთებიან და აფეთქდებიან ხოლმე. გვესმის ჩვენ ეს, ჩვენ რელიგიურად ვუყურებთ სწორედ ამ ყველაფერს და გვესმის, რატომ ხდება ეს ყველაფერი", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. შეგახსენებთ, 6 იანვარს, დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი განცხადებით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. მოგვიანებით, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)