|
2023-12-29 22:28:43, 1097 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა DRG რეფორმა შეაჯამა
ჯანდაცვის მინისტრმა, მოადგილეებთან და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, DRG რეფორმა შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი, ქვეყანაში, წარმატებით დაინერგა - მისი ამოქმედებიდან, 1 წლის შემდეგ, პაციენტების თანაგადახდა, 27%-დან 10%-მდე შემცირდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისა და ჯიბიდან გადახდების კიდევ უფრო შესამცირებლად, რეფორმა აქტიურად გაგრძელდება. "როგორც შემაჯამებელ შეხვედრაზე აღინიშნა, DRG რეფორმის დაწყებიდან - დღემდე, 395 000-ზე მეტ მოქალაქეს, 550 000-ზე მეტი სამედიცინო შემთხვევა, სახელმწიფომ, დაახლოებით, 840 მილიონი ლარით დაუფინანსა. აღსანიშნავია, რომ DRG-ის ამოქმედების შედეგად, სრულად იფარება პაციენტის კვება, ამასთან გაუქმდა მანამდე არსებული 500 და 1000-ლარიანი ფრანჩიზები, რომლის ხარჯიც, ჯამურად, სახელმწიფოს 20 მილიონ ლარამდე დაუჯდა. თუ რეფორმის პირველ ეტაპზე, დაფინანსების DRG მოდელი გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ მომსახურებაზე, ინფექციური დაავადებების მართვაზე, მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობაზე ვრცელდებოდა, 2023 წლის ნოემბრიდან, მათ საკეისრო კვეთისა და მშობიარობის მომსახურებები დაემატა. ცვლილების მიხედვით, ამ ორი სერვისის ტარიფი გათანაბრდა და 1222 ლარით განისაზღვრა. აღნიშნულ მომსახურებებზე, DRG სისტემით, უკვე დაფინანსდა 3500-ზე მეტი მშობიარობა. აქვე აღსანიშნავია, რომ სიახლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, არასაჭირო საკეისრო კვეთების შემცირება იყო, რაც ასევე, წარმატებულად სრულდება და სახეზეა მაჩვენებლის კლებაც. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, DRG რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, განსაზღვრულ სამართლიან ტარიფებთან ერთად, ეფექტური მონიტორინგის სისტემაა. სამართლიანი ტარიფების დაწესების მიზნით, ფასები გადაიხედა და ტარიფები განახლდა 88 DRG კოდზე. აღსანიშნავია, რომ ტარიფების ცვლილება სექტორის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ აგრძელებს მუშაობას DRG სისტემის გაფართოებაზე. სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების აღნიშნული მოდელი, ეტაპობრივად, ყველა მომსახურებაზე გავრცელდება. საქართველოში, DRG სისტემა 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. რეფორმის მიზანი მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, პაციენტის თანაგადახდის შემცირება, ჯანდაცვის სისტემაში ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიღწევაა. DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება სამართლიანი ფასები, რომელსაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის იხდის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და სხვა, საერთაშორისო ექსპერტების განცხადებით, საქართველოში, DRG სისტემა წარმატებით დაინერგა და ხორციელდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)