14:44 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 11:11:23, 878 ნახვა

მსოფლიო
Reuters - დონალდ ტრამპს პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა

კოლორადოს შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, მეინის სახელმწიფო მდივანმა, „დემოკრატმა“ შენა ბელოუსმა დაასკვნა, რომ ტრამპმა მოახდინა აჯანყების პროვოცირება, როდესაც მან გაავრცელა ცრუ ინფორმაცია 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ. 

„აშშ-ის კონსტიტუცია ჩვენი მთავრობის საფუძვლებზე თავდასხმას არ მოითმენს“, - წერს ბელოუსი 34-გვერდიან განჩინებაში.

შეგახსენებთ, 20 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს  2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომაც აუკრძალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics