|
2023-12-29 09:17:26, 2961 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს
ვფიქრობთ, უფრო სწრაფად შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გამომდინარე იმ პროგრესიდან, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად 4-5 წელში იქნება. „ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწინავე მთელს ამ რეგიონში და არ ვგულისხმობთ მხოლოდ უკრაინას, მოლდოვას და არც მხოლოდ ბოსნიას, ვგულისხმობთ მათ შორის, სერბეთს, მონტენეგროს, ბალკანეთის სივრცის სახელმწიფოებს. ყველა სახელმწიფოსთან მიმართებით ჩვენი ქვეყანა ბევრად წინ წასულია, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა და ა.შ. რაც შეეხება ასოცირების დღის წესრიგს, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ უახლოეს წლებში დასრულდეს ჰარმონიზაცია. ვფიქრობთ, რომ 4-5 წელიწადში ვიქნებით მზად იმისთვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს [ევროკავშირში]. დანარჩენი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი“, - აღნიშნა კობახიძემ. ევროკავშირის წევრობაზე საუბრისას მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელობას და აცხადებს, „ჯერ უნდა გაზარდო ეკონომიკა, რომ გახდე ევროკავშირის წევრი“. „პირობა შეგვიძლია დავდოთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჰარმონიზაციის კუთხით, დემოკრატიის მდგომარეობით, ეკონომიკის მდგომარეობით და ა.შ. ეკონომიკა რომ ავიღოთ და შევადაროთ საქართველო მოლდოვას. მარტო ამ ორ წელიწადში რვა მილიარდით გავზარდეთ ეკონომიკებს შორის სხვაობა მოლდოვასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ რვა მილიარდით წინ წავედით მოლდოვასთან შედარებით ევროინტეგრაციის გზაზე. საბოლოო ჯამში, როცა დღის წესრიგში დადგება გაწევრიანების საკითხი, მთავარი კრიტერიუმი იქნება მაინც ეკონომიკა. არასწორად წარმოაჩენენ ამ ყველაფერსაც. ამბობენ, რომ ჯერ უნდა გახდე ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მერე გიჩნდება შანსი, ეკონომიკა გაიუმჯობესო. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის. ჯერ უნდა გაზარდო ევროპულ დონეზე ეკონომიკა, რომ გახდე ევროკავშირის წევრი და ჩვენ ამ კუთხით ბევრად უფრო წინ ვართ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, და ამ პერსპექტივაში გვაქვს იმის საშუალება, დავეწიოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს არიან ევროკავშირის წევრები, საუბარია ყველაზე დაბალ რგოლზე ეკონომიკური განვითარების კუთხით“,- განაცხადა კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE".
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)