|
2023-12-28 14:44:35, 569 ნახვა
საზოგადოება
თანდილაშვილი - დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობა ევროპული მიდგომაა, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაშია დანერგილი
გარემოს დაცვის მიმართულება ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის ფარგლებში მუშაობა აქტიურად მიმდინარებს. 2023 წელი გამორჩეული იყო გარემოსდაცვითი მიმართულებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია „ბიომრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონი“, რომელიც წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მოიწონა. აღნიშნული კანონი სრულად ასახავს ევროკავშირის ბიომრავალფეროვნების დაცვის პრინციპებს, განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების და ბუნების დაცვის მიმართულებით. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. თანდილაშვილის თქმით, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობა ევროპული მიდგომაა, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაშია დანერგილი და აპრობირებული. „ჩვენ უნდა შევქმნათ და გავაფართოოთ ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ქსელი. საქართველო გამორჩეული ქვეყანაა თავისი ბუნებით და ბიომრავალფეროვნებით. ამას, ერთი მხრივ, მოფრთხილება სჭირდება, ასევე სჭირდება მიზნობრივად გამოყენება, ეკოტურისტული პოტენციალის გაზრდა, რაც რეგიონულ განვითარებას უწყობს ხელს. ეს არის სწორედ ის ევროპული მიდგომა, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაშია დანერგილი და აპრობირებული“,- აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. მისივე თქმით, 2023 წელს აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. საქართველოს მასშტაბით, დაცულ ტერიტორიებზე დაახლოებით 1 200 კმ სიგრძის ბილიკების ქსელის მოსაწყობი სამუშაოები ჩატარდა და არაერთი მნიშვნელოვანი ეკოტურისტული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, აღსანიშნავია მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის და მარტვილის კანიონის განვითარების პროექტები. „როდესაც იქმნება დაცული ტერიტორიები, ამას თან სდევს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, შესაბამისად რეგიონში იქმნება დამატებითი მიზიდულობის ცენტრი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების გარდა სხვა ახალი შესაძლებლობებიც ჩნდება, კერძოდ მცირე თუ საშუალო ბიზნესში ჩართულობა: სასტუმროების მშენებლობა, კვების ობიექტების განვითარება, რაც, თავისთავად, თან სდევს ეკოტურისტულ სერვისებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობა ევროპის ქვეყნებსა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორსაც გააჩნია. კერძო სექტორი ამ მიმართულებით უნდა წავახალისოთ. ეკოტურიზმის ხელშეწყობა ევროკავშირში სოფლის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევა. ამიტომ, ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ გასაგები იყოს და ზუსტად რომ გვესმოდეს, აუცილებელია, ბუნების დაცვასთან ერთად მივცეთ, მათ შორის, კერძო სექტორს საშუალება განავითაროს კონკრეტული ეკოტურისტული სერვისები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას ადგილზე ტერიტორიებზე წვდომა შეეზღუდება. პირიქით ეს დამატებითი სარგებლის მომტანი იქნება მათთვის“, - დასძინა თანდილაშვილმა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)