06:55 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 16:32:53, 1232 ნახვა

სამართალი
სასაზღვრო პოლიცია - ბათუმში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დავაკავეთ [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 2005 წ. დაბადებული ჰ.მ. და 2000 წელს დაბადებული ჰ.ს. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ჰ.მ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 ცალი მჭიდი და 46 ცალი ვაზნა, ხოლო ჰ.ს. - ს საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი 7 მჭიდი და 268 ცალი ვაზნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics