|
2023-12-16 14:01:03, 703 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძე და რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალურ პროკურორს შეხვდნენ
აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდს და გენერალური პროკურორის მოადგილეს, ბრიუს შვარცს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი ესწრებოდნენ. “შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი შოთაძემ ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების მიერ შეტანილი წვლილისთვის და გაწეული დახმარებისთვის. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს კომპეტენტური უწყებების მიერ განხორციელებული ერთობლივი ძალისხმევის ეფექტიანობას, დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების გამოძიებების მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)