|
2023-12-14 13:30:00, 796 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი ორბანზე - ვთხოვე, დაესახელებინა ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა EU-ის წევრობას არ იმსახურებს - ველოდები პასუხს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს არგენტინაში შეხვედრისას ვთხოვე, დაესახელებინა ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოსლოში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადა. ზელენსკის თქმით, უნგრეთის პრემიერისგან პასუხს ჯერ კიდევ ელოდება. "ვთხოვე, დამისახელე ერთი მიზეზი მაინც, არა სამი, არა ხუთი, არა ათი, მხოლოდ ერთი მიზეზი და ველოდები პასუხს... ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სპეციალურად ან მიზანმიმართულად დაგეგმილი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა დიალოგი. ეს მართალია. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვაწყოთ კონსტრუქციული შეხვედრა, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო საზღვრები, ჩვენ მეზობლები ვართ და უნდა ვისაუბროთ. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მე დავსვი, სწორედ ის იყო, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ, უნდა გადავჭრათ პრობლემები. ამიტომ, ჩვენ უბრალოდ უნდა შევხვდეთ. მე ვაჩვენე მას ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება", - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ წერილით მიმართა. წერილში, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა, აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით". 4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად. 5 დეკემბერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილი წერილის გამო, შარლ მიშელმა ჩინეთში ვიზიტი შეწყვიტა და ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან დისკუსიის გასაგრძელებლად დაბრუნდა. 6 დეკემბერს, უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარადგინა. აღნიშნულის შემდეგ, ვიქტორ ორბანმა გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "უკრაინა მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა". მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შორის არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მცირეხნიანი საუბარი შედგა.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)