|
2023-12-13 13:55:07, 727 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია პუბლიკაციის „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, პუბლიკაციის „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ კაჩინსკი. პუბლიკაცია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით მომზადდა და ის დამსწრე საზოგადოებას კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა წარუდგინა. მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სიტყვით გამოსვლისას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დარგის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, სოფლის მეურნეობის სექტორში როგორც წარმოების, ასევე ექსპორტის მზარდი ტენდენცია ყოველწლიურად ნარჩუნდება. სახელმწიფო ფერმერების მხარდაჭერას აგრძელებს და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე ახორციელებს ცვლილებებს, როგორც უკვე მიმდინარე პროექტებში, ასევე, გეგმავს ახალ აქტივობებს. „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, სადაც განხილულია ის ცვლილებები, რაც განხორციელდა სოფლის განვითარების მიმართულებით. 2012 წლის შემდეგ, სოფლის მეურნეობის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ 10 წლის განმავლობაში ხდებოდა შესაბამისი საბიუჯეტო რესურსების მობილიზება სექტორის განვითარებისთვის. 2012-13 წლიდან, ფერმერების მხარდასაჭერად დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამები. დღეს 15-მდე ასეთი პროგრამა ხორციელდება. მომზადებულ პუბლიკაციაში კარგად არის განხილული თუ რა შედეგები მოგვცა ამ პროგრამებმა, ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იქნა განხორციელებული. ხაზგასასმელია ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაწილში ჩვენი რეფორმები, საკანონმდებლო დაახლოება, სადაც სერიოზული პროგრესი გვაქვს. რა თქმა უნდა, პროცესი და წინსვლა გაგრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შემუშავებულ პუბლიკაციაში შეჯამებული და გაანალიზებულია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ტენდენციები ბოლო 10 წლის განმავლობაში. მიმოხილულია 2012-2022 წლებში განხორციელებული როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური და ინსტიტუციური პროცესები, აგრარულ სექტორში მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. პუბლიკაციის პრეზენტაციას საკანონმდებლო, სამთავრობო სტრუქტურების, შესაბამისი მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების და სამეცნიერო წრეების წევრები, დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)