|
2023-12-13 12:18:56, 954 ნახვა
სამართალი
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ვაზისუბნის მამული“ განახლებად ენერგიაზე გადავიდა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას და მწვანე მიმართულებით ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით „ვაზისუბნის მამული“ განახლებად ენერგიაზე გადავიდა. პროექტის ჯამური ღირებულება 279,000 დოლარია, ინვესტიცია სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა და ის მზის ელექტრო სადგურის მოწყობასა და დამონტაჟებას მოხმარდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „ვაზისუბნის მამულში“ 500 კვტ. სიმძლავრის ელექტრო სადგური მოეწყო. დაყენდა 633 ერთეული - 570 ვატიანი და 334 ერთეული - 420 ვატიანი მზის პანელი. მზის სადგურის წლიური გენერაცია კი, 630 000 კილოვატს შეადგენს. „გარემოზე ზრუნვა და ამოწურვადი რესურსების ალტერნატივით ჩანაცვლების ხელშეწყობა „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ „ვაზისუბნის მამულმა“ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს მისაღებად მზის პანელები დაამონტაჟა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს და გარემოს ნაკლები ზიანი მიადგება. კომპანია სამომავლოდ არაერთი მსგავსი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს. წარმატებებს ვუსურვებთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ მწვანე მიმართულებით ახალი ინიციატივების მხარდაჭერას“, - განაცხადა ლალი ყელაურაძემ, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)