|
2023-12-12 17:54:12, 783 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ & თაგარტი“ - საერთაშორისო რეზერვები $5.1 მილიარდია
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მზარდია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში უმჯობესდება უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინების ბალანსი. 2023 წლის ნოემბერში საერთაშორისო რეზერვები $5.1 მილიარდს შეადგენდა, რასაც უცხოური ვალუტის შემოდინებების მაღალმა დონემ შეუწყო ხელი. ამასთან, რეზერვების დონეზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები. მაგალითისთვის, ეროვნული ბანკი ვალუტას ყიდულობს მაშინ, როცა ქვეყანაში უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინებაა, ხოლო ვალუტას ყიდის როცა ლარზე ერთჯერადი ზეწოლა ფიქსირდება, ან როცა ქვეყანა საგარეო შოკის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება - მაგალითად, 2020 წლის კოვიდ პანდემიის პერიოდში ეროვნულმა ბანკმა $916 მილიონი გაყიდა. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში სებ-მა $1.3 მილიარდით გაზარდა რეზერვები (იყიდა $1.5 მილიარდი და გაყიდა $167 მილიონი). 2022 წელს კი, სავალუტო ბაზარზე სებ-მა $565 მილიონი შეისყიდა. ზოგადად, ქვეყანას სავალუტო რეზერვები სჭირდება მოკლე და გრძელვადიანი საგარეო ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის საგარეო ვალის მომსახურებისთვის და ვალუტის მაღალი რყევების პერიოდში სავალუტო ბაზარზე ინტერვენციისთვის. შესაბამისად, როცა ქვეყანას ადეკვატური რეზერვების დონე აქვს, ეს ზრდის ნდობას ქვეყნის შესაძლებლობებში შეასრულოს თავისი საგარეო ვალდებულებები და გაუმკლავდეს საგარეო შოკს ან კაპიტალის მოულოდნელ გადინებას. სწორედ ამიტომაც, რეზერვების დონეს ყურადღებით აკვირდებიან საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები (Fitch, S&P, Moody’s) და უცხოელი ინვესტორები.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)