|
2023-12-11 14:18:03, 959 ნახვა
ეკონომიკა
წლის მთავარი მარკეტინგული და ინსპირაციული ღონისძიება Spotlight ბრუნდება - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
23-24 დეკემბერს თბილისში მთავარი მარკეტინგული და ინსპირაციული ღონისძიება - Spotlight-ი გაიმართება, რომელიც marketer.ge-ს გუნდის მიერ, "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. უკვე მეათე წელია Spotlight-ი შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, დაესწრონ შთამაგონებელ გამოსვლებს, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, მიიღონ ახალი ცოდნა, გაიზიარონ გამოცდილება და შეიძინონ ახალი კავშირები. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წელს ღონისძიების მთავარი თემა „მემკვიდრეობაა“. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ დავით გოგიჩაიშვილის, ალექს ჩიქოვანის, გიორგი პოპიაშვილის, ეკა ყიფიანის, ნინო ეგაძის და სხვა სპიკერების გამოსვლები ამ თემასთან დაკავშირებით. სპიკერების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს. „გვიხარია, რომ უკვე მრავალი წელია სფოთლაითის მხარდამჭერები ვართ. ამ დროის განმავლობაში, სფოთლაითმა ძალიან პატარა კომუნის შეკრებიდან ყველაზე მასშტაბურ ქართულ მარკეტინგულ ღონისძიებამდე გზა გაიარა და ქართული მარკეტინგის ინდუსტრიისთვის არაერთი მაგარი პროფესიონალი აღმოუჩენია, რომელიც სწორად სფოთლაითით გავიცანით. ისეთი პლატფორმების აღმოჩენა, სადაც ადამიანები არ ჩერდებიან და უყვებიან ერთმანეთს, თუ როგორი უსაზღვროა შესაძლებლობები – ჩვენთვის, "საქართველოს ბანკისთვის" მნიშვნელოვანი და ორგანულია. ათი წელი გარდამტეხი თარიღია – ეს იმის ინდიკატორია, რომ ინიციატივამ არა მხოლოდ შექმნა მდიდარი მემკვიდრეობა, არამედ მომავალშიც გააგრძელებს ზრდას, მასშტაბირებას და ინდუსტრიის ექსპერტებისთვის საინტერესო სივრცის შექმნის ხელშეწყობას“, – განაცხადა ლევან გომშიაშვილმა, "საქართველოს ბანკის" მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა. თუ თავიდან ღონისძიება მხოლოდ მარკეტინგზე იყო ორიენტირებული, დროთა განმავლობაში ბიზნესის, სტარტაპის, ტექნოლოგიებისა თუ ინოვაციების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკებისა და აღმოჩენების გაზიარების სივრცედ იქცა. Spotlight-ი ქმნის სცენას არა მხოლოდ გამოცდილი პროფესიონალებისთვის, არამედ ახალბედა მარკეტერებისა და სტარტაპერებისთვის, რათა არა მხოლოდ აიმაღლონ მოტივაცია, არამედ ისინიც იქცნენ შთაგონებად სხვა ადამიანებისთვის. ათი წლის განმავლობაში Spotlight-მა 300-ზე მეტ სპიკერს და ათასობით სტუმარს უმასპინძლა.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)