|
2023-12-11 14:02:58, 919 ნახვა
ეკონომიკა
სიახლე ჩვენიანებს - იპოთეკური სესხის განსაკუთრებული პირობები იმ მომხმარებლებს, რომლებიც უძრავ ქონებას პირველად შეიძენენ
#ჩვენიანის ფარგლებში, "ლიბერთი" განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს ახალგაზრდებს, რომლებიც პირველად აპირებენ უძრავი ქონების შეძენას, ხოლო სახელფასო და არასახელფასო მომხმარებლებს, სამომხმარებლო ტიპის კრედიტებზე სწრაფი მომსახურება და კონკურენტული ფასები დახვდებათ. "ლიბერთის" ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა #ჩვენიანი საზოგადოებას სხვადასხვა სიახლეებთან ერთად, ეტაპობრივად, ახალ პროდუქტებს და შეთავაზებებს წარუდგენს. „ დეკემბრიდან, კამპანია #ჩვენიანის ფარგლებში, "ლიბერთიში", იპოთეკური სესხი განსაკუთრებული პირობებით გაიცემა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებას ახლა იწყებენ და პირველად აპირებენ უძრავი ქონების შეძენას“,- აცხადებს დავით სულუაშვილი, "ლიბერთის" საცალო სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი განმარტებით, "ლიბერთის" მომხმარებლებისთვის იქმნება ახალი პროდუქტები, დანერგილია მომსახურების პერსონალიზაციის ახალი მოდელი, იხვეწება მომსახურების ხარისხი და მარტივდება პროცესები. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ "ლიბერთის" ინტერნეტ და მობაილ ბანკით, რომელიც ძალიან მოსახერხებელი და მარტივად გამოყენებადია. „პროფესიონალებით გაძლიერებულმა "ლიბერთის" გუნდმა საცალო საბანკო მიმართულებით აქტიური მუშაობა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო და დღეს უკვე მზად ვართ, საზოგადოებას წარვუდგინოთ ჩვენი ახალი შესაძლებლობები. კამპანია #ჩვენიანის ფარგლებში მომხმარებელს შევთავაზებთ კონკრეტულ პროდუქტებს როგორც საკრედიტო, ისე საოპერაციო მიმართულებით, როგორიცაა დეპოზიტები, გზავნილები, კონვერტაციები“,- აღნიშნავს დავით სულუაშვილი. "ლიბერთის" ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა #ჩვენიანი მომდევნო თვეების განმავლობაში გაგრძელდება და ბანკი მომხმარებელს სიახლეებს, სხვადასხვა კონტენტით, ეტაპობრივად წარუდგენს.
ბათუმში სამი დღეა კრასნოიარსკიდან ჩამოსული რუსი ინჟინრის ძებნა მიმდინარეობს
სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სასამართლომ ექვსი პირი დამნაშავედ ცნო საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევაში, პანიკის გავრცელებასა და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში. თავდაპირველად თითოეულ მათგანს ექვსთვიანი პატიმრობა, 300 ათასი დირ
ილია თოფურია - ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს თბილისშია, -რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



