|
2023-12-08 15:19:22, 792 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - უკრაინა მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა
უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, ჩვენ არ შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში განაცხადა. ორბანის თქმით, "უკრაინელები და ევროპელები მოლაპარაკებისთვის მზად არ არიან". "კანონის თვალსაზრისით, ეს ვეტო არ არის. უბრალოდ, არ შემაქვს წვლილი იმ გადაწყვეტილებაში, რაც არასწორი მგონია. ევროპის ჩემეული აღქმა ის არის, რომ თუ კონკრეტულ საკითხზე ყველა არ არის თანახმა, მაშინ ეს გადაწყვეტილება არ მიიღება. უკრაინა რთულ სიტუაციაშია, ის რუსული აგრესიის მსხვერპლია და ჩვენ გადავწყვიტეთ მას დავხმარებოდით. ამიტომ, ლეგიტიმურია, რომ მთელი ევროპული საბჭო კარგ სიგნალს უგზავნის უკრაინას. მე ამის მომხრე ვარ, თუმცა, არსებობს სხვა ტიპის სიგნალებიც, გარდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისა. ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, ისინი არ არიან მოლაპარაკებებისთვის მზად. მეორე, ჩვენ, ევროპელები, არ ვართ მზად, რომ ისინი სრულფასოვან წევრებად მივიღოთ. უნგრეთი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაა. პარიზში, ბრიუსელში და ჰააგაში, შესაძლოა, ერთს ფიქრობდნენ, მაგრამ ჩვენ უკეთ ვიცით, რა ხდება უკრაინაში. უკრაინა ცნობილია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. ეს სასაცილოა! ჩვენ ვერ დავიწყებთ მათი ევროკავშირში მიღების თაობაზე მოლაპარაკებებს. მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის წვერი სწორი და კარგად სტრუქტურირებული გზებით, არ ჩატარებულა. ამიტომ, უკეთესია, თუ მოლაპარაკებებს არ დავიწყებთ. მე გულუბრყვილო არ ვარ", - განაცხადა ორბანმა. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ წერილით მიმართა. წერილში, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა, აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით". 4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად. 5 დეკემბერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილი წერილის გამო, შარლ მიშელმა ჩინეთში ვიზიტი შეწყვიტა და ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან დისკუსიის გასაგრძელებლად დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ 6 დეკემბერს, უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარადგინა.
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)