|
2023-12-08 12:44:43, 752 ნახვა
ეკონომიკა
სოლომონ პავლიაშვილმა ბელგიაში ნარჩენების მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის თემაზე შეხვედრები გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DGA1 NEAR) ხელმძღვანელ მეთიუ ბუსკეს და გარემოსდაცვით საკითხებში გენერალური დირექტორატის (DGA1 ENV) ხელმძღვანელ დევორ პეკანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები შეაჯამა და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილესთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების წარმომადგენლები. „დელეგაციის შემადგენლობაში კერძო სექტორის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების მონაწილეობა ნათლად აჩვენებს საქართველოს მთავრობის მზაობას, განახორციელოს მწვანე ტრანსფორმაცია და ხელი შეუწყოს ეკონომიკის ცირკულარული მოდელით განვითარებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ხაზი გაესვა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიღწევებს. „კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, ქმნის ახალ შესაძლებლობებს. საქართველომ უნდა დაიწყოს მუშაობა ევროკავშირის წევრობისათვის, რაც მოითხოვს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას და ევროპული ბაზრის მოთხოვნებთან და ევროკავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკასთან დაახლოებას“, - განაცხადა ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DGA1 NEAR) ხელმძღვანელმა, მეთიუ ბუსკემ. სოლომონ პავლიაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ორგანიზაციებში და ნარჩენების გადამმუშავებელ კომპანიებშიც იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის ქვეყნებში ნარჩენების მართვის, მათ შორის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების და ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის საკითხებზე შეხვედრები გაიმართა.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)