|
2023-12-08 11:33:55, 781 ნახვა
საზოგადოება
სანტექნიკაში გამოყენებული ძირითადი მასალები
სააბაზანო სივრცე დღის განმავლობაში ყველაზე აქტიურად გამოიყენება, ამიტომ ის მაღალი ხარისხის, გამძლე და კომფორტული ტექნიკით უნდა აღჭურვოთ. იმისთვის, რომ სანტექნიკა ათწლეულების განმავლობაში გამოიყენოთ, პროფესიონალების რეკომენდაციებით უნდა იხელმძღვანელოთ. სანტექნიკის არჩევამდე ექსპერტებთან ერთად განსაზღვრეთ საჭირო მასალები. სპეციალისტები აბაზანის აღჭურვას იდენტური მასალისგან დამზადებული ნივთებით გვირჩევენ. ფერები და აქსესუარები საერთო სტილს უნდა შეესაბამებოდეს. დღესდღეობით აბაზანაში აქტიურად გამოიყენება სპეციალური თიხის პროდუქტები (დამუშავების შემდგომ პროდუქცია იფარება გლუვი მინანქრის ზედაპირით). აღსანიშნავია, რომ ეს მასალა პოპულარულია, რადგან ის არ ზიანდება საყოფაცხოვრებო ქიმიკატებით და მასზე წყლის მაღალი ტემპერატურა უარყოფითად არ მოქმედებს. ხშირია სანტექნიკაში ფაიფურის გამოყენებაც, თუმცა ის თიხასთან შედარებით ძვირადღირებულია. მწარმოებლები დამხმარე კომპონენტებად ამატებენ კვარცს, რათა პროდუქციის გამოყენება მაღალ ტემპერატურაზე გახდეს შესაძლებელი. თუ არჩევანს ბუნებრივ მასალებზე შეაჩერებთ თქვენი აბაზანა გაცილებით უფრო დახვეწილი გახდება, თუმცა სტრუქტურაში არსებული ფორების გამო ბუნებრივი ქვა მეტად ფაქიზი მოსავლელია. დამხმარე დეკორატიული ელემენტებისთვის აქტიურად გამოიყენება თუჯი და ბრინჯაო. ამ მასალებისგან დამზადებული სანტექნიკა მეტად გამძლეა და მისი მექანიკურად დაზიანების რისკი ნაკლებია. რა შევიძინოთ თერმოინდუსტრიაში? თერმოინდუსტრიაში სააბაზანოს ტექნიკის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. 11 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ბაზარზე მრავალფეროვანი ევროპული პროდუქციით ლიდერობს. აქ შეძლებთ შეიძინოთ:
თერმოინდუსტრიაში ასევე შეიძენთ უნიტაზებს, ბიდეებს, ჰიგიენურ ჯაგრისებს და კუთხის თაროებსაც კი. აღსანიშნავია, რომ პროდუქციაზე ხელმისაწვდომი ფასებია. რაც მთავარია, ყველა მოწყობილობას ერთ სივრცეში, სრული გარანტიით, შეიძენთ. კომპანიის გუნდი სააბაზანოს ოპტიმალურად ასათვისებლად, სივრცის სწორად დაგეგმარებაში დაგეხმარებათ და ისეთ ტექნიკას შეგირჩევთ, რომელიც თქვენს ყოველდღიურ კომფორტს განსაზღვრავს.
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
ადვოკატი: შესაძლოა, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ყაველაშვილს შეწყალება სთხოვოს
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)