|
2023-12-08 10:54:31, 790 ნახვა
პოლიტიკა
ინალ არძინბამ USAID-ის დაფინანსებული პროექტების რეალიზება აკრძალა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გაეროს სააგენტოებთან დაკავშირებულ აკრძალვებზე განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. არძინბას თქმით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გაეროს სააგენტოებთან ურთიერთობისთვის ახალი მიდგომები ამოქმედდება, შესაბამისი საჭიროება კი "გაუმჭვირვალე საქმიანობითა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმირების მცდელობით" იყო ნაკარნახევი. "აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ბლანკი გაეროს განვითარების პროგრამის "პარტნიორობა მდგრადობისთვის" პროექტისგან აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციისთვის. ამ პროექტის დონორია USAID-ი. პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონი აშშ დოლარია. ბლანკი შეიცავდა, როგორც აღმოჩნდა, ამ პროექტის მიზნებისა და ამოცანების მიზანმიმართულად ბუნდოვან ფორმულირებებს. ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების დროს გამოიკვეთა დიალოგის პლატფორმების შექმნა ონლაინ ფორმატებში, რათა დამყარებულიყო პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, მათ შორის ლტოლვილებს შორის", - განაცხადა ანძიბამ. გარდა ამისა, ინალ არძინბამ USAID-ის რეგიონული ხელმძღვანელი ჯონ პენელი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადა. "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „ბუნდოვანი მიზნები და ამოცანები“ ემსახურება მთავარი მიზნის მიღწევას - „სოციალური პირობების შექმნას ქართული პოლიტიკის ხელშეწყობისთვის აფხაზეთში“, ასევე ეხება USAID-ის ოფიციალურ სტრატეგიას, აფხაზეთი ამ დოკუმენტში ითვლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად და ყველა ქმედება მიმართულია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისკენ. „აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები:
აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის საშინაო საქმეებში, სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობებს, ასევე აკრძალავს იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - დასძინა არძინბამ. შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ აპირებს "კარი დახუროს NGO-ებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)