|
2023-12-07 17:36:26, 585 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა, ელჩს და ამერიკის მთავრობას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. “შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა, რობინ დანიგანს, ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა, ასევე - განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ისაუბრეს ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენციაზე, მათ დადგენასა და მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. მინისტრმა, დიპლომატს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის საჭირო სამედიცინო სერვისების დაფინანსების შესახებაც. ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს მიერ, უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე. მხარეებმა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები, სამომავლო გეგმები და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია განიხილეს, რომელიც ადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მკაფიო გეზს, 2030 წლამდე და განსაზღვრავს მისი განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიულ მიმართულებებს. შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებსა და შრომის პირობების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობაზეც იმსჯელეს. ზურაბ აზარაშვილმა სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების შესახებ მიღებულ რეგლამენტს გაუსვა ხაზი, რომელიც სხვადასხვა ობიექტზე პირველი დახმარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, ისიც, რომ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბების შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება სამუშაო ადგილებზე საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა. მინისტრმა დიპლომატს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული სამუშაოები გააცნო. მისი განცხადებით 2025 წლის ბოლომდე სახელმწიფო, საცხოვრებელ ფართს 13 000 დევნილ ოჯახს გადასცემს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების დირექტორი თუშარ საინი და ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორის მოადგილე ბეთანი ანდერსონი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)