|
2023-12-07 15:08:26, 715 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ „სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად შემცდარა
სალომე ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ "სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს", მაგრად შემცდარა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ღუდუშაურის თქმით, წარმოუდგენელია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის "განწირულ თავდადებას "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენისთვის რამე ლოგიკური შედეგი ჰქონდეს. "ის [სალომე ზურაბიშვილი] ამოვარდნილი არის ყველაფრისგან და მის სიტყვებს თუ დავესესხებით, მას როგორც უყვარს, მას თუ ჰგონია, რომ "სადაც უნდა რომ გათხაროს, ყველგან შეუძლია რომ გათხაროს", მაგრად შემცდარა ეს ადამიანი. სალომე ზურაბიშვილის განწირულ თავდადებას "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენისთვის, რამე ლოგიკური შედეგი შეიძლება რომ ჰქონდეს, ეს არის წარმოუდგენელი. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა ნებისმიერს, ეს "ლელო" იქნება, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ამას აქვს საერთო ფესვები. ესენი არიან "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ღუდუშაურმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)