|
2023-12-07 10:51:05, 846 ნახვა
პოლიტიკა
ჟენევაში აშშ-ის დელეგაცია რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულება და თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე გაიყვანოს, - ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების მისიის განცხადებაშია აღნიშული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელსაც სამხედრო ძალები სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჰყავს განთავსებული, რაც არღვევს გაეროს წესდებას, ჰელსინკის აქტსა და რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას. "შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავისი ცალსახა ვალდებულება ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით, თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე გაიყვანოს, ასევე შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები... რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც მიმდინარე ბორდერიზაცია. აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საერთაშორისოდ აღიარებული და საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს დიდიხნის ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა კონფლიქტის მოსაგვარებლად. რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გვახსენებს, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში არ არის იზოლირებული. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ამგვარ ქცევას, ისევე, როგორც ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რომელიც გრძელდება 2008 წლიდან. რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელიც ამჟამად თავის ძალებს სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე აყენებს. სახელმწიფო, რომელიც აშკარად არღვევს გაეროს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტსა და რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას. ამ დარღვევებს კი ნოემბერში ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობა მოჰყვა. ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი", - აღნიშნულია განცხადებაში.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)