|
2023-12-06 22:31:10, 699 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - სპორტს სჭირდება დისციპლინა და თავისუფლება, ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ აქ, შეიძლება, ცოტა ვკოჭლობდეთ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა სპორტსმენებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ზურაბიშვილმა სპორტსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი ევროკავშირში უკვე შესულები არიან და გამარჯვებულ საქართველოს წარმოადგენენ. ამასთან ერთად, პრეზიდენტი ორბელიანის სასახლეში შეკრებილ სპორცემენებს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „პირველ რიგში, მივესალმები ყველაზე ახალგაზრდა, პატარა თაობას, რომელიც ნამდვილად ჩვენს მომავალსა და ჩვენს სპორტულ მომავალს წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, მათ ნამდვილად ექნებათ იმის საშუალება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრად იხილონ (დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება) და ვიდრე ეს მოხდება, იქამდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, სპორტული სამყარო ევროკავშირში უკვე შესული ხართ, თქვენ უკვე წარმოადგენთ გამარჯვებულ და ძალიან წარმატებულ საქართველოს, რომელსაც სპორტულ სამყაროში ყველა იცნობს, სხვადასხვა სახეობით და წარმატებით ყველა სახეობაში. საქართველო დღეს პრაქტიკულად ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც შინ უსაზღვრო რაოდენობით მედალი მოაქვს და ამისთვის თქვენ ნამდვილად ღირსნი ხართ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ და, საზოგადოების სახელით, თქვენმა პრეზიდენტმა, მადლობა გადაგიხადოთ. სპორტი ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ორი რამ: ერთია დისციპლინა და ეს დისციპლინა რომ არ გქონდეთ, არ იქნებოდით წარმატებულნი, და მეორე – თავისუფლება. ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ, შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს. თავისუფლება არის ის, რაც ყოველდღიურად მოიპოვება, რაც ყველაზე მეტად ჩვენზეა დამოკიდებული. საზოგადოება, ამ შემთხვევაში, ყოველდღიურად აშენებს თავის მომავალს და საკუთარ თავისუფლებას, ამიტომ მე მინდა, რომ გისურვოთ ყველას მეტი ევროპა, მეტი თავისუფლება და მეტი წარმატება! ვიცი, რომ თქვენს ხმას ევროპას გააგონებთ, რადგან თქვენი წარმატებით უკვე ესმით ჩვენი ხმა, მაგრამ საჭიროა, ჩვენ ეს კიდევ უფრო ხმამაღლა ვთქვათ, რათა ყველამ გაიგოს და ეს საქართველოდან მიტანილი საერთო ხმა იყოს, და მე ვიცი, რომ ამ დღეებში ძალიან ბევრ ადგილას ბევრი სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც ერთად გროვდება, ესეც საზოგადოების ნიშანია, როცა ცალ-ცალკე და ერთად ჩვენ ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ მიზნით, 9 დეკემბერს ჩატარდება არასამთავრობო ორგანიზაციების მარში, რომელსაც ვუერთდებით, ისევე როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ იმისთვის, რომ ეს საქართველოს ევროპულობის ერთობლივი განაცხადი იყოს, როცა ჩვენ რამდენიმე დღეში ევროპისგან ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ველოდებით. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)