|
2023-12-06 21:31:21, 542 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სჭირდება ხმამაღალი მხარდაჭერა, უნგრეთი სწორედ ასეთი მხარდამჭერია
უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს საკითხთან დაკავშირებით არსებობს მხარდაჭერა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია არის მტკიცე. „ვიცით, რომ საკითხს, რომელიც დეკემბერში დადგება დღის წესრიგში, ევროკავშირის საბჭოში სჭირდება კონსენსუსი, ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა. ჩვენ გვესმის უნგრეთის პოზიციები, რომელიც გამოითქმის იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს. რაც მთავარია, ჩვენთვის აქ ამოსავალი არის, რომ რა პროცესებიც ვითარდება და იმ პოზიციებმა, რაც დაფიქსირდება ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, არ დააზიანოს საქართველოს პოზიცია და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ დრომდე რაც გვესმის ასევე უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან, არის ის, რომ აპელირება კეთდება კონსენსუსის საჭიროებაზე. ეს ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების გახსნას სჭირდება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა. ეს იქნება ინტენსიური ერთი კვირა, ვიდრე ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ინტენსიური განხილვები თავად ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, სხვაგვარად მოლოდინები არც იყო, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უნგრეთის მხრიდან არსებობდეს საქართველოს საკითხზე მტკიცე მხარდაჭერა და კონსენსუსი, რომელიც მიღწეული იქნება წევრ სახელმწიფოებს შორის, ჩვენთვის იყოს სასარგებლო“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სჭირდება აქტიური, ხმამაღალი მხარდაჭერა, უნგრეთი სწორედ ასეთი მხარდამჭერი ქვეყანაა ევროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ასეც გაგრძელდება. "საქართველოსთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია არის მტკიცე. ჩვენ ეს არაერთხელ მოგვისმენია. ეს მხარდაჭერა გამოიხატებოდა ძალიან ინტენსიური ორმხრივი ვიზიტების გაცვლაშიც, ორმხრივ ურთიერთობებშიც და ეს მხარდაჭერა რჩება ისევ ისეთი ძლიერი, როგორც აქამდე ვიხილეთ უნგრეთის მხრიდან. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სჭირდება აქტიური, ხმამაღალი მხარდაჭერა და უნგრეთი სწორედ ასეთი მხარდამჭერი ქვეყანაა ევროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ასეც გაგრძელდება. ის, რა საკითხებზეც მიდის მსჯელობა, რა თქმა უნდა, უნგრეთისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. ეს ეხება თავად უნგრეთის მოსახლეობას და ბუნებრივია, ეს პოზიციები გამოითქმის სწორედ აქედან გამომდინარე. რაც მთავარია, აქცენტი კეთდება კონსენსუსის აუცილებლობაზე და იმედი გვაქვს, ეს კონსენსუსი 15 დეკემბერს მიღწეული იქნება წევრ ქვეყნებს შორის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)