|
2023-12-06 21:22:34, 858 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე გახარიაზე - ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, ასეთი სამარცხვინო ტყუილი საკუთარ თავს არ უნდა აკადროს
გახარია ეკონომიკის მინისტრი იყო, არ მახსოვს, ეკონომისტია თუ არა, მაგრამ ეკონომიკის მინისტრი იყო. ვინც ოდნავ ერკვევა ეკონომიკაში, ასეთ სამარცხვინო განცხადებას არ გააკეთებს, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმად, "გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის". კობახიძის თქმით, "გახარიას ახასიათებს ტყუილების ლაპარაკი, თუმცა, ადამიანმა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ერქვა, მსგავსი სახის ტყუილები არ უნდა თქვას, ვინაიდან, ეკონომიკის ზრდა ნიშნავს არა ფულის მასის მატებას, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს განვითარებას". "ეკონომიკა იზრდება, თან მასშტაბურად - იცით, 16 მილიარდი დოლარიდან 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა მარტო ამ სამი წლის განმავლობაში. როდესაც ეკონომისტი ამტკიცებს იმას, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 კაცის ჯიბეში, მან უბრალოდ არ იცის ეკონომიკა. ამით შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოატყუო, მაგრამ, თავმოყვარეობის ამბავია, რომ ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, ასეთი სამარცხვინო ტყუილი არ აკადროს საზოგადოებას. სინამდვილეში, ეკონომიკის ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ფულის მასა იმატებს. ეკონომიკის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ვითარდება ეკონომიკის სხვადასხვა სფერო, ვითარდება მომსახურება, წარმოება და ა.შ. რა თქმა უნდა, ფიზიკურად შეუძლებელია, ეს ყველაფერი გადანაწილდეს 20 და 25 ოჯახზე, მით უმეტეს, მას საერთოდ არ ჰქონია საუბარი არც გვარებზე, არც არაფერზე. ზოგადად, გახარიას სჩვევია ასეთი ტყუილების ლაპარაკი. ის გამოირჩეოდა ტყუილებით ამ ბოლო წლების განმავლობაში. გახსოვთ, რაზე ააგო თვითმმართველობის არჩევნების დროს საკუთარი საარჩევნო კამპანია, ვითომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის რჩეული და ა.შ. ჩვეულებრივი მატყუარაა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, საკუთარ თავს არ უნდა აკადროს ასეთი სამარცხვინო ტყუილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)