16:24 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 14:26:03, 596 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან, საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან

​ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიციას მოჰყვა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.

„ჩვენ ხომ ვიცით ოპოზიციის ქმედებები? მათი მთავარი გზავნილია, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს. ისინი წლების წინ, ასევე, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეფერხებულიყო და ასოცირების შესახებ შეთანხმება არ გაფორმებულიყო. ჩვეულებრივი მავნებლები არიან. რაც შეეხება ორბანს, მან თავისი განცხადებებით არაერთხელ დაგვანახა, რომ უნგრეთი, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია. ოპოზიციას რასაც ვუყურებ, მაქსიმალურად ებრძვიან მათ, ვინც საქართველოს უჭერს მხარს. თვითონაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელის შეშლა მოხდეს, თუნდაც სტატუსის მიღების პროცესში, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსიც მივიღოთ, შემდეგი წლების განმავლობაში ყველა რეფორმა განხორციელდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დავაჩქაროთ“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მხრიდან უკვე დადებითი რეკომენდაცია არსებობს.

„საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაკეთდა და დადებითი რეზოლუციაც მიღებულია“, - დასძინა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics