|
2023-12-06 11:48:41, 1105 ნახვა
საზოგადოება
მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება
შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, 16 დეკემბრიდან ორბელიანის მოედნის მიმდებარედ და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. „მინდა, მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით. საღამოს 8 საათზე გაიმართება ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთების ცერემონია. ყველას გეპატიჟებით. საკმაოდ საინტერესო საღამო იქნება. სპეციალურად ამ დღისთვის თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა მოეწყობა, რომელიც შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს. ჯადოსნური შოუს დასასრულს, მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად, წარდგება Stefano Signoroni. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო სანახაობა გველის. ამიტომ, 15 დეკემბერს გელით ყველას, დიდსა თუ პატარას. ერთად ჩავიფიქროთ და ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, „საახალწლო სოფელი“ 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, მუსიკალური საღამოთი დაიხურება. „16 დეკემბრიდან უკვე განათებულ ქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს მოიცავს. საახალწლო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ გარემოში სტუმრებს კვებისა და ტკბილეულის მრავალფეროვანი ფესტივალი უმასპინძლებს, მოეწყობა ყინულის მოედანი, სამეწარმეო და აგრობაზარი, ყველასთვის საყვარელი არტისტების მუსიკალური საღამოები, საბავშვო კონცერტები და შემეცნებით-გასართობი აქტივობები. ლოკაციებს რაც შეეხება, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, დედაენის ბაღში იქნება „საახალწლო სოფელი“ განთავსებული. რაც მთავარია, დედაენის ბაღში პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონების პარკი დახვდებათ“, - დასძინა კალაძემ.
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)