|
2023-12-05 17:52:53, 924 ნახვა
ეკონომიკა
გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით ტრასეკას ეროვნული მდივნების სხდომა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით, თბილისში, 5 დეკემბერს, ტრასეკას ეროვნული მდივნების სხდომა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) სამდივნოს ორგანიზებით ჩატარდა. "სხდომის ფარგლებში, ტრასეკას წევრი ქვეყნების დელეგაციებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რიგი საკითხებისა, მათ შორის ტრასეკას 2022 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მდგომარეობა და სამომავლო ნაბიჯები. წევრი ქვეყნების ეროვნული მდივნები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე. თავის გამოსვლაში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გურამ გურამიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ტრასეკას დერეფნის განვითარებაში და მის აქტიურ ჩართულობას ტრასეკას ფარგლებში მიმდინარე საპილოტე ინიციატივებსა და პროექტებში. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომლის განხორციელების შემდეგ, მას შეეძლება მოემსახუროს ტრასეკას დერეფანში გამავალ ტვირთებს და ამით ხელი შეუწყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიფიკაციას. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2023 წელს ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანაა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბათუმში სამი დღეა კრასნოიარსკიდან ჩამოსული რუსი ინჟინრის ძებნა მიმდინარეობს
სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სასამართლომ ექვსი პირი დამნაშავედ ცნო საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევაში, პანიკის გავრცელებასა და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში. თავდაპირველად თითოეულ მათგანს ექვსთვიანი პატიმრობა, 300 ათასი დირ
ილია თოფურია - ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს თბილისშია, -რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



