19:39 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 10:15:26, 729 ნახვა

საზოგადოება
იზაბელ ლეგერონი - ქვევრის ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ

ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Berlin 2023“, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს სალეჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 15 მარანი მონაწილეობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, „RAW Wine“ ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.

„შესანიშნავია, რომ ქვევრის ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ; ადამიანები ეცნობიან ქვევრის ღვინის დამზადების ამ ტრადიციულ მეთოდს, რომელსაც თქვენ 8 ათასი წელია იყენებთ საქართველოში. აღსანიშნავია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა მცირე მარნებისადმი. გერმანია და ცენტრალური ევროპა მცირე მარნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, ყოველ წელს, აქ უფრო და უფრო მეტს იგებენ ქართულ ღვინოზე. აღსანიშნავია ის წარმატება, რასაც ევროპაში მიაღწიეთ პატარა ქვეყანამ, მეღვინეობის ასეთი დიდი რეპუტაციით. უკვე ნამდვილად იცნობენ ყურძნის ქართულ ჯიშებს ქისი, ხიხვი, საფერავი, იცნობენ ამ ღვინოებს და ქვევრის ღვინოს“, - აღნიშნა იზაბელ ლეგერონმა.

„RAW Wine Berlin“- ზე ქართული ქვევრის ღვინის წარდგენა მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის მწარმოებლების მიერ პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდისთვის.

გერმანელი სომელიეს და ღვინის ექსპერტის, ინგე მაინცერის (Inge Mainzer) შეფასებით, აღნიშნულ გამოფენაში ქართული მწარმოებლების მონაწილეობა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი მომხმარებლისთვის ქართული პროდუქციის გასაცნობად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics