|
2023-12-04 17:48:26, 872 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - პირველად, ბევრი წლის შემდეგ, მივიღეთ ენერგეტიკული ობიექტები ექსპლუატაციაში - ქვეყანას დამატებითი სიმძლავრეები შეემატება
პირველად, ბევრი წლის შემდეგ მივიღეთ ენერგეტიკული ობიექტები ექსპლუატაციაში, გეგმაშია ასევე არაერთი პროექტის მიღება და შედეგად, ქვეყანას დამატებითი სიმძლავრეები შეემატება. მომავალი წელი კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს - ტენდენცია და ტრენდი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ზოგადად, ენერგეტიკულ პროექტზე გადაწყვეტილების მისაღებად ორი მნიშვნელოვანი ასპექტია გასათვალისწინებელი - ეკონომიკური და გარემოსდაცვითი. „ჩვენ ეკონომიკურ ნაწილში შემოვიღეთ მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც კარგად მუშაობს და რეზონანსი არის დადებითი როგორც ინვესტორების, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობ, ვაჩვენეთ საერთაშორისო საზოგადოებას, მაღალი კონკურენციის პირობებში როგორ უნდა სახელმწიფოს მხარდაჭერის მექანიზმების ამოქმედება და სექტორის მხარდაჭერა. ახლა მეორე აუქციონს ვაცხადებთ და ამ პერიოდშიც ინტენსიური დიალოგი მიდის კერძო სექტორთან, რომ მათი შენიშვნები და მოსაზრებები მაქსიმალურად ავსახოთ და გავითვალისწინოთ ენერგეტიკული სექტორის პრიორიტეტები",- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან ასპექტს, ვიცე-პრემიერის თქმით, ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის მიუხედავად, ყველა ენერგოპროექტი ვერ განხორციელდება სოციალური და გარემოსდაცვითი გარემოებების გათვალისწინებით - ეკონომიკური თვალსაზრისით პროექტის განხორციელება შეიძლება იყოს მიზანშეწონილი, მაგრამ არსებობდეს პრობლემა გარემოსდაცვითი ფაქტორების გამო. ლევან დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა „კამარა ჰესთან" დაკავშირებითაც, სადაც, მისი თქმით, ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დიალოგის პროცესი მიდის. „იმ შემთხვევაში, თუ იქნება მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, რა თქმა უნდა, პროექტი განხორციელდება. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ინვესტორის პასუხისმგებლობა. ინვესტორმა, თავის დროზე, მიიღო გადაწყვეტილება, მიეღო მონაწილეობა კონკურსში, მიეღო ფასისმიერი მხარდაჭერა და შესაბამისად, ეკონომიკური მდგომარეობა გაიმყარა. როდესაც საუბარია მოსახლეობასთან ურთიერთობაზე, ასეთ დროს კომპლექსურად ბევრი საკითხი განიხილება - ეს არის სოციალური თემები, კომპენსაციისა და ეკონომიკური საკითხები და ა.შ. თუ ინვესტორი ფიქრობს, რომ მას ახალი პაკეტით შეუძლია მეტი შესთავაზოს მოსახლეობას და მიიღოს მხარდაჭერა, ამას მივესალმებით, თუმცა ჰესი აშენდება იმ შემთხვევაში, როდესაც შედგება კონსენსუსი. ეს შეეხება კონკრეტულად ამ შემთხვევას... ჩვენ, ვფიქრობთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შედგა არაერთი კომუნიკაცია და მჭიდრო თანამშრომლობა განახლებადი ენერგიების ასოციაციასთან, კერძო სექტორთან, დონორებთან, ამ შემთხვევაში, USAID - თან, რომ თანმიმდევრული ყოფილიყო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, აგვეხსნა ენერგოდამოუკიდებლობის როლი, საკუთარი გენერაციის მნიშვნელობა. ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს, ზოგადი განწყობები რადიკალურად განსხვავებულია ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის, განახლებადი ენერგეტიკული პროექტების საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის კუთხით",- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)