|
2023-12-04 13:07:28, 707 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია კვლევის ანგარიშს „სოფლის მეურნეობის მიღწევები 2018-2022 წლებში“ გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენლებმა კვლევის ანგარიშის „სოფლის მეურნეობის მიღწევები 2018-2022 წლებში“ პრეზენტაცია წარადგინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს შესაბამისი უწყების და დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობის და წარმატებული თანამშრომლობისთვის. „უკვე მრავალი წელია, წარმატებით ვთანამშრომლობთ USAID-თან აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით. მათი მხარდაჭერით, არაერთი წარმატებული პროგრამა და პროექტი განვახორციელეთ. სახელმწიფოს და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ერთობლივი, კოორდინირებული საქმიანობით შესაძლებელი გახდა იმ პოზიტიური შედეგების მიღწევა, რაც სოფლის მეურნეობის არაერთი მიმართულებით გვაქვს. კვლევის ანგარიში „სოფლის მეურნეობის მიღწევები 2018-2022 წლებში“ და წარმოდგენილი რეკომენდაციები საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო ზუსტად განვსაზღვროთ პრიორიტეტები და დავგეგმოთ სამომავლო პროექტები ისე, რომ დარგი სწრაფად და ეფექტიანად განვითარდეს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. აღნიშნული კვლევა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ განხორციელებული რიგით მესამე კვლევაა. კვლევის ანგარიში „სოფლის მეურნეობის მიღწევები 2018-2022 წლებში“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საერთაშორისო კონსულტანტების გორან ჟივკვოვის და ივანა დულიჩ მარკოვიჩის მიერ მომზადდა. კვლევის ანგარიში მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის: გლობალური გარემოს გავლენა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორზე, სოფლის მეურნეობაში მთლიანი დამატებული ღირებულება, მიწისა და საკრედიტო ბაზრის განვითარება, მცენარეთა მოვლისა და დაცვის საშუალებების მიწოდება (პესტიციდები, სასუქები), სარგავი მასალა, მექანიზაცია, წარმოების დონის გაზრდა, მეწარმეთა კვალიფიკაციის ზრდა, მოსავლის აღების შემდგომი მართვის გაუმჯობესება, გადამუშავებული პროდუქტი, ხარისხზე ორიენტაცია, სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის მთლიანი ვაჭრობა, პროდუქტის განვითარების ციკლი. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია დარგის განვითარების ხელშეწყობის რეკომენდაციები. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ განხორციელებული კვლევა. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში კვლევის ავტორები ანგარიშს ფართო საზოგადოებას წარუდგენენ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)