|
2023-12-04 11:22:54, 715 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წევრმა, მათ შორის საკრებულოს დეპუტატებმა პარტია დატოვეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა - გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 7 დეპუტატმა პარტია დატოვა. აღნიშნულის შესახებ გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა. კირთაძის განცხადებით, "აღარ დარჩებიან იქ, სადაც გამარჯვების პერსპექტივა არ არსებობს". "ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ურთულესი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვტოვებთ "ნაციონალურ მოძრაობას". ურთულესი ზეწოლის გაძლება, რომელიც მომდინარეობდა "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან, არ იყო მაინცდამაინც რთული იმიტომ, რომ იქ იდეალების შენარჩუნებაზე იყო საუბარი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ეს მარტივად შევძელით, მაგრამ როცა იდეებისგან იცლება ის საქმე, რისთვისაც ვიბრძვით, მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. ჩვენ ვრჩებით "ვარდების რევოლუციის" იდეის ერთგულები და ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის ამ ქვეყანაში. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში და მან რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს საპყრობილე და რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად უნდა ჩამოსცილდეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხელისუფლებას. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, ოღონდ, სამწუხაროდ, უკვე ახალი პლატფორმიდან",- განაცხადა კირთაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)