19:32 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 13:14:22, 816 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი - ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ სიზმარში საშინელებათა ფილმები აღარ ნახოს

ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, საფრთხეებს რომ უწოდებთ, სიზმარში აღარ ნახოს,- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ევროსაბჭოშიც და ევროკავშირშიც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთი და იგივე მიდგომაა და ეს მიდგომა პოზიტიურია.

"ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, საფრთხეებს რომ უწოდებთ, სიზმარში აღარ ნახოს.

ევროსაბჭოშიც და ევროკავშირშიც ყველამ კარგად იცის, რომ ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია. მეტიც, სამართლიანი გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ "ხალხს მისცეს და მთავრობას არა" - ჩაბარდა წარსულს იმიტომ, რომ ეს ხალხი ცხოვრობდა ერთ წლის წინაც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოშიც და ევროკავშირშიც არის ერთი და იგივე მიდგომა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ეს არის პოზიციური",- განაცხადა მაჭარაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics