|
2023-11-30 12:00:32, 756 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ეუთოს მინისტერიალზე - ახლა საუბარი, რომ ერთ სივრცეში ოკუპანტთან ყოფნა არ შეიძლება, აბსოლუტური ფარისევლობაა
ახლა საუბარი, რომ ერთ დარბაზში და სივრცეში ოკუპანტთან ყოფნა არ შეიძლება, აბსოლუტური ფარისევლობაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეუთოს მინისტერიალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, 2010 წელს ეუთოს სამიტში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. "ოპოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ მოქმედებენ, არ ფიქრობენ, გადაწყვეტილებებს არ იღებენ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი მთავარი განმსაზღვრელი არის სხვების აყოლა, არ ფიქრობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, გამოდიან სხვა ქვეყნების ინტერესებიდან და კარნახიდან. რაც შეეხება ეუთოს სამიტს, 2010 წელს ეუთოს სამიტში მონაწილეობას იღებდნენ მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იმ პირობებში, როცა ომიდან გასული იყო ორი წელი, მონაწილეობდნენ ასტანის სამიტში, სადაც იყო არა მხოლოდ ლავროვი, არამედ ვლადიმერ პუტინიც. ახლა საუბარი, რომ ერთ დარბაზში და სივრცეში ყოფნა ოკუპანტთან არ შეიძლება, არის აბსოლუტური ფარისევლობა, თუმცა მათთვის სახელმწიფოს ოკუპაცია არ დაწყებულა 2008-ში, არამედ 2022 წელს გაახსენდათ, რომ საქართველო არის ოკუპირებული. ყველას გვახსოვს, რა იყო მათი პოლიტიკა - ვიზების გაუქმება, საზღვარზე რუსი ტურისტების შეგებება, ის, რომ ერთადერთი ბერკეტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთთან მიმართებით, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობა, ესეც დათმეს და გაანიავეს. "ნაციონალური მოძრაობა" არასდროს მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით, ყოველთვის მოქმედებდნენ სხვების კარნახით და არა ქართველი ხალხის", - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ეუთოს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართება. ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მინისტერიალზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიწვია. აღნიშნულის გამო, ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)