22:32 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-27 21:23:45, 754 ნახვა

მსოფლიო
მედია - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბრიუსელში ჩავა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბრიუსელში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, კულებას ვიზიტი 28-29 ნოემბერს შედგება.

ვიზიტის მიზანი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მობილიზება, უკრაინის ორივე ორგანიზაციაში გაწევრიანების ხელშეწყობა, განსაკუთრებით დეკემბერში ევროსაბჭოს შემდეგი შეხვედრისთვის მომზადების კონტექსტში.

28 ნოემბერს დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან. 

„უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელი ნატოს მოკავშირეებს აცნობებს ფრონტზე არსებულ ვითარებას და უკრაინის პრიორიტეტულ სამხედრო საჭიროებებს და ასევე განიხილავს 2024 წლის ადაპტირებულ წლიურ ეროვნულ პროგრამას ნატოს ვაშინგტონის სამიტისთვის მზადების ფონზე“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics