|
2023-11-24 18:51:21, 714 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სამხედრო ტყვეებზე ჩვენ ვერ ვიზრუნებთ, რადგან ისინი რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები არიან
სამხედრო ტყვეებზე ჩვენ ვერ ვიზრუნებთ, რადგან ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის რუსების ტყვეობაში ყოფნასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა უკრაინულ მხარესთან ამ თემაზე ვერ ითანამშრომლებს. "სამხედრო ტყვეებზე ჩვენ ვერ ვიზრუნებთ, რადგან ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ვიზრუნოთ მოქალაქეებზე. ამისთვის არსებობს შესაბამისი მექანიზმები. დანარჩენი არის მგრძნობიარე საკითხი, შესაბამისი უწყებების მიერ დასარეგულირებელი და რაიმე პასუხი თუ იქნება გასაცემი, შესაბამისი უწყებები გაგცემენ, თუნდაც მოკითხვასთან დაკავშირებით. ჩემი პრეროგატივა არ არის ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს გაგცემენ შესაბამისი უწყებები... ჩვენ უკრაინულ მხარესთან ამ თემაზე ვერ ვითანამშრომლებთ. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ კონკრეტული არხები იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე. რაც შეეხება სამხედრო ტყვეების საკითხს, სამხედრო ტყვეების საკითხი არის უკრაინის საქმე გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები.“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი მებრძოლი - გიორგი გოგლიძე და გიორგი ჩუბითიძე ტყვედ აიყვანეს. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოახმაურა და განაცხადა, რომ ქართული მხარე ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)