23:26 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 09:38:05, 750 ნახვა

მსოფლიო
IDF - ლიკვიდირებულია „ჰამასის“ საზღვაო ძალების მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ღაზას სექტორზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად, ხან-იუნისში ლიკვიდირებულია "ჰამასის" საზღვაო ძალების მეთაური ამარ აბუ ჯალალა.

როგორც The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იტყობინება, ამარ აბუ ჯალალა ტერორისტული დაჯგუფების საზღვაო ძალების კიდევ ერთ წევრთან ერთად მოკლეს.

IDF ამბობს, რომ ჯალალა"ჰამასის" საზღვაო ძალების უფროსი ოპერატორი იყო და რამდენიმე ტერორისტულ საზღვაო თავდასხმას ხელმძღვანელობდა.

ისრაელმა საჰაერო თავდასხმა უსაფრთხოების სააგენტოს Shin Bet-ის, სამხედრო დაზვერვის დირექტორატისა და საზღვაო ძალების მიერ მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე განახორციელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics