|
2023-11-23 09:16:21, 779 ნახვა
პოლიტიკა
გრეგოროვა - მოვუწოდებ კონსულს, დაამატოს სანქციების მომდევნო პაკეტში, ან შექმნას ახალი მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია გინტურის მკვლელობაზე
მოვუწოდებ კონსულს, დაამატოს სანქციების მომდევნო პაკეტში, ან შექმნას ახალი მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია გინტურის მკვლელობაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებული რეზოლუციის განხილვისას განაცხადა. გრეგოროვას თქმით, მათ მეზობლად არის კიდევ ერთი ოკუპირებული ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც რუსეთი კლავს და იტაცებს. "მაშინ, როცა როდესაც რუსეთის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა ჩვენ უკრაინელ მეზობლებს, ჩვენ სწრაფი რეაგირება გვქონდა და სანქციები დავაწესეთ. ჩვენს მეზობლად არის კიდევ ერთი ოკუპირებული ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც რუსეთი კლავს და იტაცებს. მოვუწოდებ კონსულს, შეიტანოს შემდეგი სანქციების პაკეტში ეს ფაქტი ან შექმნას ახალი, მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობაზე და ამით ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოს მიმართ", - განაცხადა გრეგოროვამ. ცნობისთვის, გუშინ, 22 ნოემბერს ევროპარლამენტში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართა. 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. 11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)