|
2023-11-22 14:20:39, 763 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი შევზღუდოთ და არ გავიტანოთ, თუნდაც რუსულ ბაზარზე? რატომ?
საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი შევზღუდოთ და არ გავიტანოთ, თუნდაც რუსულ ბაზარზე? რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი? - საკუთარ თავს ვიზღუდავთ და ისევ გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ესეც გათვლილია. მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ როგორმე ქვეყანა ეკონომიკურად დააზიანონ, - ამის შესახებ დედაქალის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, მმართველი პარტია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ და ვერ უერთდება. "ჩვენ არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვიცავთ მოსახლეობის, ეროვნულ ინტერესებს და ყოველთვის გვექნება ეს დამოკიდებულება. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ყველანაირად ვთანამშრომლობთ და მადლობაც კი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით. ეს მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ ტურისტი არ ჩამოვიდეს საქართველოში და ფული არ დახარჯოს, საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი შევზღუდოთ და არ გავიტანოთ, თუნდაც რუსულ ბაზარზე? რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი. ამით ვის ვზღუდავთ? საკუთარ თავს ვიზღუდავთ და ისევ გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ესეც გათვლილია. მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ როგორმე ქვეყანა ეკონომიკურად დააზიანონ", - განაცხადა კალაძემ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)