|
2023-11-21 19:12:14, 863 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე „მთავარ არხს“ - მიხედეთ კეზერაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ ოლიგარქია
კეზერაშვილმა პირდაპირ მოგვცა აღიარებითი ჩვენება, ხაზარაძე, ჭუტა და ა.შ. - ქართულ პოლიტიკაში ეს ოლიგარქები არიან დღეს ჩართული, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „მთავარი არხის“ კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას არ მოსწონს დეოლიგარქიზაციის გეგმა და ისინი კონკრეტულ კანონს ითხოვენ, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეეხება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, "გამოდის, რომ ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ვენეციის კომისიას, ევროკომისიას, რომელმაც გვითხრა, რომ არ უნდა მიგვეღო კანონი პერსონალიზებული მიდგომის შესაბამისად". „თუ ეს უნდა ოპოზიციას, დაელაპარაკოს ვენეციის კომისიას და ევროკომისიას. რაც შეეხება ოლიგარქებს ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ ვიცით, კონკრეტული ოლიგარქები ღიად არიან ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ისინი ამას არც მალავენ, კეზერაშვილმა პირდაპირ მოგვცა აღიარებითი ჩვენება, ხაზარაძე, ჭუტა და ა.შ. ქართულ პოლიტიკაში ეს ოლიგარქები არიან დღეს ჩართული. თუ საუბარია მდიდარ ადამიანებზე, ასეთი მდიდარი ადამიანი ბევრია ქვეყანაში, მაგრამ თუ საუბარია მდიდარ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ ფულს იყენებენ პოლიტიკაზე, მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად, ასეთი თვითგამოცხადებული ადამიანები გვყავს კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვები. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გავლენას ხელისუფლებაზე, განსხვავებით კეზერაშვილის გავლენისგან ოპოზიციაზე, აქ არავითარი არც ფაქტი არსებობს, არც მტკიცებულება. მიხედეთ კეზერაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ არის ოლიგარქი, აფინანსებს მედიას, ენჯეოებს, პარტიებს, ეს არის სწორედ ოლიგარქიული დამოკიდებულება.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)