|
2023-11-21 18:26:34, 908 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რეგიონებში დასრულდა
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარესა და რეგიონებში დასრულდა. ბოლო კონფერენციები დღეს ხარაგაულში, ჭიათურასა და საჩხერეში ჩატარდა, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარის თორმეტივე მუნიციპალიტეტში გაიმართა. „ქართული ოცნების“ ხარაგაულის ორგანიზაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი უხელმძღვანელებს; ჭიათურის ორგანიზაციას – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე; საჩხერის ორგანიზაციას – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი; ზესტაფონის ორგანიზაციას – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი; თერჯოლის ორგანიზაციას – თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე; ტყიბულის ორგანიზაციას – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი; სამტრედიის ორგანიზაციას – სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე; ხონის ორგანიზაციას – ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე; წყალტუბოს ორგანიზაციას – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე; ქუთაისის ორგანიზაციას – ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ბასილაძე; ვანის ორგანიზაციას – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ლილუაშვილი; ბაღდათის ორგანიზაციას – ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, კახა ენუქიძე. სულ „ქართული ოცნების“ კონფერენციები იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის 73 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)