|
2023-11-21 15:03:07, 996 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - სააკაშვილის განცხადებები ნიშნავს თავხედობას, განწირული ვითომ პოლიტიკოსის ფართხალს და ძველი ცოდვების ჩამოწერის მცდელობას
მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ნიშნავს, ერთი მხრივ, თავხედობას, მეორე მხრივ, განწირული ვითომ პოლიტიკოსის ფართხალს, მესამე მხრივ, თავისი ძველი ცოდვების ჩამოწერის მცდელობასთან გვაქვს საქმე და ამ ერთმანეთში არეულ ბევრ ცუდ რაღაცასთან,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა უკანონობაა. "მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თავად თქვა ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი, დღეს ცდილობს, ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში უკანონოდ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი რბილი რამ, რაც კი მას დაუშავებია. უკანონობაა მისი ჩართვა, რაც აქამდე განახორციელა ქართულ პოლიტიკაში იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება და სხვათა შორის, ამას სხვა პრევენციული ნეგატიური ეფექტები შეიძლება ჰქონდეს. ასე შეიძლება ოკუპანტი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელმა მოინდომოს ჩართვა - ბუნებრივია, ეს არ განხორციელდება და კიდევ უფრო ხისტი და განსხვავებულად მკაცრი მიდგომა ექნება სახელმწიფოს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, დავანებოთ თავი, რა ცოდვები აწევს - დღეს საქართველოს მოქალაქე არ არის და მაინც ცდილობს ჩაერიოს. ეს არის აბსოლუტური უკანონობა. ამას არცერთი ქვეყანა არ უშვებს",- ამბობს მდინარაძე.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)