02:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 11:52:52, 894 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Green Waves 210 ჰექტარზე ნუშის ბაღებს გააშენებს

„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, „Green Waves“ საგარეჯოში, 210 ჰექტარზე, ნუშის ბაღებს გააშენებს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 17 მილიონი ლარია, „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია კი 11 მილიონ ლარს შეადგენს და ის საირიგაციო სისტემების მოწყობას, ნიადაგის მომზადების სამუშაოებს, სასოფლო - სამეურნეო ტექნიკისა და ნერგების შეძენას გულისხმობს.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში „Green Waves“-ის ჯგუფი ყოველწლიურად 500 ტონამდე მოცულობის ნუშის მოსავალს ელის, რომლის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე უზრუნველყოფს. ჯგუფს მასშტაბური გეგმები აქვს და სამომავლოდ ნუშის სამტვრევი, სორტირების და შეფუთვის საწარმოსა და სასაწყობო მეურნეობის მშენებლობას გეგმავს.

„საქართველოს ბანკისთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება აგრო წარმოებისა და ბიზნესების მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ „Green Waves“-სთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს საქართველოს, როგორც ნუშის მწარმოებელი ქვეყნის პოზოციონირებასა და რეგიონებში აგრო წარმოების განვითარებაში. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია საგარეჯოს რეგიონში და მიგვაჩნია, რომ ქართული ნუში მალე დაიმკვიდრებს თავს საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების და ბიზნესების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში“, - განაცხადა ნინო აფციაურმა, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics