|
2023-11-20 16:48:30, 854 ნახვა
პოლიტიკა
მელია - სააკაშვილმა თქვა ერთი, ხაბეიშვილმა - მეორე
მარტივად რომ ვთქვათ, სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებებს. მელიას თქმით, "ადგილი აქვს შეცდომაში გაჯიუტებას". "არსებობს 40 000 პარტიის მხარდამჭერის ხელმოწერა, რომელიც გამოსავლის სახით არის ნაჩვენები. აპირებენ საერთოდ განხილვას ამ ინიციატივის? აპირებენ, რომ ასახონ ეს ინიციატივა, ნაწილობრივ მაინც მანიფესტში? ეთანხმებიან სააკაშვილს, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოდან ხალხი არ უნდა გაყრილიყო? ადამიანს, რომელსაც სურს თანამშრომლობა, ის არ ესაუბრება ათი ათასობით თანამოაზრეს - ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად პარტიის წევრებს - მგლის ბილეთების გადაცემით, ასე არ იქცევიან. როდესაც შენ გინდა თანამშრომლობა, პოლიტიკური საბჭოდან არ ყრი ხალხს. როდესაც შენ ამ შეცდომას დაუშვებ, შეგიძლია, აღიარო ეს შეცდომა და ამის შემდეგ მოგიგვარდება ეს პრობლემა, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაში გაჯიუტებას აქვს ადგილი. მარტივად რომ ვთქვათ, სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე",- განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, დღეს, 20 ნოემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს პროცესზე დისტანციურად ჩართვისას თქვა, რომ "გარიყული ადამიანების" პოლიტიკურ საბჭოში დაბრუნების პასუხისმგებლობას იღებს. პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის განცხადებით კი, ნიკა მელია ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე, მოაწერს მანიფესტს ხელს, ან გადაწყვეტილებას ენმ-ი მიიღებს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)